კინჩხას ჩანჩქერების მონახულება 2018 წლიდან ფასიანი ხდება
კინჩხას ჩანჩქერზე ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტებისათვის გადასახედი კეთდება. სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც კინჩხას ჩანჩქერზე შესვლა მსურველთათვის ფასიანი გახდება. სამუშაოები უკვე თითქმის დასრულებულია და ობიექტი მსურველთათვის ტურისრული სეზონის დაწყებისთანავე გაიხსნება.
კინჩხას პროექტის ბიუჯეტი 1,1 მლნ ლარია. სამუშაოებს კომპანია შპს “მტმ” აწარმოებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე - დავით მარკოზაშვილი
კინჩხას (ოკაცეს) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ბუნების ძეგლი მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადია.
ზედა ორი საფეხური მდინარე საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქმნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მეტრამდე აღწევს.
ნაკადის მდინარე საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მეტრი სიმაღლის საფეხური.
გაიზრდება თუ არა ტურისტების რაოდენობა?!
“კინჩხის ჩანჩქერზე სამუშაობის დასრულების შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზრდება ამის თქმის საშუალებას ჩვენ გორდის კანიონის მაგალითი გვაძლევს “- განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა. მისი განამრტებით ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აღკვეთს სტიქიურ ნაგავსაყრელებს და დამთვალიერებლებისტის გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის
გაზრდის თუ არა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ბუნების ამ მშვენიერი ძეგლის მონახულების მსურველთა რაოდენობას ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტი კი ერთია მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით თუ არა კინჩხას ჩანჩქერები ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად უჩივის.